† ილარიონ ქართველი


† გალობა †

† www.Teodore.ge †

†www.orthodoxy.ge†

† კალენდარი †

«  მარტი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
მთავარი » 2011 » მარტი » 10 » ბიოგრაფია
22:17
ბიოგრაფია

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე


ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. 1958 წელს დაამთავრა თელავის მეხუთე საშუალო სკოლა. იმავე წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. ძირითადად სამშენებლო უბნებზე. 1967 წელს დაამთავრა ქ. ვორონეჟის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1975 წელს ჩაირიცხა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1980 წელს. 1982 წლიდან ბეთანიის მონასტრის მორჩილია. ამავე წელს აღიკვეცა ბერად. 7 აპრილს აკურთხეს დიაკვნად და უმოკლეს დროში დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს მშენებლობა-მომარაგების მთავარი სამმართველოს უფროსად.2 აგვისტოს აკურთხეს მღვდელ-მონაზვნად. შემდეგ აიყვანეს იღუმენის ხარისხში. 1983 წლის აპრილიდან დაინიშნა ალავერდის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვრად, 25 დეკემბერს აკურთხეს ეპისკოპოსად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. 1989 წელს მეუფე კალისტრატე აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, 1992 წელს - მიტროპოლიტის ხარისხში.

მეუფე კალისტრატეს მიერ საქართველოში აღდგენილია ხუთი: ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდადის, ტყიბულის ეპარქიები.


ერში _ შოთა მარგალიტაშვილი
დაიბადა: _ 20. X. 1938 წელი. თელავის რაიონი, სოფელი ვარდისუბანი
ანგელოზის დღე: 27. IX. (10 X).
ბერად აღკვეცა: _ III. 1982.
ეპისკოპოსად კურთხევა: 25. XII. 1983.
მთავარეპისკოპოსობა ებოძა: 8. II. 1989.
მიტროპოლიტობა ებოძა: 25. XII. 1992.

მისამართი: _ საქართველო 4600. ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის II შესახვევი 2. [+995 231] 7 01 05.


კატეგორია: | ნანახია: 1455 | დაამატა: giorgigulbiani | რეიტინგი: 0.0/0

†ილარიონ ქართველი†

პატრიარქი ქადაგებს

† გალობა †

† ლევან ვასაძე †