† ილარიონ ქართველი


† გალობა †

† www.Teodore.ge †

†www.orthodoxy.ge†

† კალენდარი †

«  აპრილი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
მთავარი » 2011 » აპრილი » 10 » ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი
18:27
ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი

ტროპარი:    შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა  ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

კონდაკი:     მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.

ლოცვა ღირსისა დედისა ჩუენისა მარიამისა

წმინდაო და დიდებულო სათნო-მყოფელო ქრისტესო მარიამ! ანგელოსნი განკვირდებოდნენ შეუდარებელსა მოღვაწებასა შენსა. გვედრით შენ, ნეტარო, მდგომარეო აწ წინაშე საყდრისა ყოვლადწმიდისა სამებისა, ევედრე უფალსა, ვითარცა გაქუს კადნიერებაჲ ურიცხვი წინაშე მისსა, რაჲთა ღირს-გვყოს ჩუენცა მსგავსად შენსა, შევინანოთ აურაცხელთა შეცოდებათა შინა ჩუენთა, და რათა შეგვინდოს ჩუენ თვისითა კაცთმოყუარებითა და არა დაგვსაჯოს სოფელსა ამას და არცაღა მომავალსა საუკუნესა.

ევედრე ყოვლადწმიდასა თავმდებსა შენსა წმინდაო მარიამ, განმაძლიერებელსა შენსა მძიმესა მოღვაწებასა შინა, რაჲთა განმაძლიეროს ჩუენცა, ყოვლადწმიდითა, ყოვლისშემძლებელითა შეწევნითა თვისითა, სოფლისა ამის ეკლიანსა სტადიონსა ზედა და ვინათგან შენ სარწმუნოებითა და სიყუარულითა ამბორის-მყოფელმან ყოვლადპატიოსნისა ჯუარისა ქრისტესისა მიიღე მადლი მისი ყოვლადძლიერი ბრძოლასა შინა ეშმასა, ამასოფლისა და ხორცთა მიმართ და ახოვნად შემუსრე ყოველნი მანქანებანი სატანისანი, ესრეთ ჩუენცა მივემთხვივნეთ შეწევნითა ცხოველსმყოფელისა ძელისა ჯუარისა უფლისათა, რათა მივიწივნეთ ზეციურსა სასუფეველსა და ღირს-ქმნილნი საუკუნოსა ცხოვრებასა შენთანა მარადის ვუგალობდეთ ყოვლადწმიდასა ერთარსსა სამებასა მამასა და ძესა და სულსა წმიდასა საუკუნეთა უკუნისამდე, ამინ.

კატეგორია: | ნანახია: 1258 | დაამატა: giorgigulbiani | რეიტინგი: 5.0/1

†ილარიონ ქართველი†

პატრიარქი ქადაგებს

† გალობა †

† ლევან ვასაძე †