† ილარიონ ქართველი


† გალობა †

† www.Teodore.ge †

†www.orthodoxy.ge†

† კალენდარი †

«  აპრილი 2011  »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
მთავარი » 2011 » აპრილი » 14
კატეგორია: ვიდეო | Просмотров: 762 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

დღესასწაულებზე

საერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლებდა და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში.
დღესასწაული იმისთვის არაა, საქმე რომ გადადო და უქმად დარჩე.
დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო.
ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე

დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 827 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

ავადმყოფობებსა და განსაცდელებზე

ვინც ავადმყოფობისას ითმენს და მადლობს უფალს, ის მოწამის გვირგვინს იღებს.
წმ. იოანე ოქროპირი

გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება - ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოვ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 780 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
წმ. ტიხონ ზადონელი

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 775 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

მარხვასა და თავშეკავებაზე

რამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
წმ. ბასილი დიდი

მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი

ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას.
წმ. ბა ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 825 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

ლოცვაზე

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო". სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ.
ისააკ ასური

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 781 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

სინანულზე

„სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა.
ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი.
თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ.
საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს.
წმ. ტიხონ ზადონელი

ნუ იტყვი: „ხვალ", იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალი ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 822 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

აღსარებაზე

მაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო.
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვე ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 787 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

ბერ-მონაზვნობაზე

მონაზვნები არა მხოლოდ ფარნები არიან, ქუჩაში რომ ანათებენ, რათა ხალხმა არ წაიბორძიკოს, არამედ შორ კლდეზე მდგარი შუქურები, რომელთა მეშვეობით გემები გზას პოულობენ აზვირთებულ ზღვაში და ნავსაყუდლამდე აღწევენ.
ბერი პაისი ათონელი

ვისთვისაც ცნობილია ანგელოზებრივი სახის დიდი ღირსება, ის სხვა წოდებას არ ესწრაფვის, თუ ნამდვილი მონაზონი გახდები, სულიერი სიხარული გექნება, როგორც მიწაზე, ასევე ცაში.
ბერი პაისი ათონელი

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 845 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

სულიერ მოძღვარზე

სულიერი მამობა ესაა სხვათა უბედურებათაგან შეიკრიბო საკუთარი მწუხარებანი
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

თუ მოძღვარი უღირსად ცხოვრობს და იმას არა იქმს, რასაც ასწავლის, შენ არ მისცემ უფალს პასუხს ამისთვის. შენ რაჲ, თუ ის ცუდად ცხოვრობს? იგი თვით მისცემს პასუხს და დაისჯება. მოძღვარი ისეთივე სუსტია, როგორც ნებისმიერი თქვენთაგანი და ამიტომ არცაა გასაკვირი, თუ სცოდავს, როგორც ადამიანი. ამისთვის გმართებს მისთვის ლოცვა, რათა გამოსწორდეს; ეს ყველას სარგებლობას მოუტანს. თუ სწორად ასწავლის და შეუფერებლად ცხოვრობს, შეხედე – უსმინე მოძღვრებს და ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 823 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე

უნდა იცხოვრო არა „იოლად", არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის, შესაძლო დაძაბვით. ვხარჯავთ რა მაქსიმალურ ძალებს, ჩვენ როდი „ვითანგავთ" თავს, არამედ განვამრავლებთ წყაროს ძალებისას.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

ჩვენ ან მოწყენით ვიყურებით წარსულში, ან მომავალს ველოდებით, თითქოს სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ცხოვრება. აწმყო კი, ანუ ის, რაცაა სინამდვილეში ჩვენი ცხოვრება, სწორედ ამ უნაყოფო დინებასა და ოცნებებში გადის.
მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი) ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 758 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

რწმენასა და ურწმუნოებაზე

არაფერი ისე არ ჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. ამაზეა დამოკიდებული არა მარტო მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ ამქვეყნიური კეთილდღეობაც. თანაც, არა მარტო თითოეული ჩვენთაგანის, არამედ მთელი საზოგადოების.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

ღუზა ხომალდს ქარიშხლის დროს ჭირდება; რწმენა კი ადამიანს - უბედურებების დროს.
სადაც არ არის სარწმუნოება, იქ არ არის კეთილი საქმეები, იმიტომ, რომ განზრახვა საქმეს სიკეთეს ანიჭებს, ხოლო კეთილი განზრახვა სარწმუნოებიდან მოდის.
ნეტარი ავგუსტ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 817 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

ეკლესიასა და ცხონებაზე

ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელ ... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 804 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

მხოლოდ ღმერთი არსებობს თავისთვის, ხოლო ჩვენ ყველანი ვარსებობთ ღმერთისთვის.
ღმრთისათვის სათნოყოფა - აი, შენი ნეტარება; მასთან ერთობაში ყოფნა - აი, შენი დანიშნულება, შენი ყოველგვარი საქმინობის წესი.
წმ. ეფრემ ასური

ღმერთზე იზრუნე და ღმერთი იზრუნებს შენზე.
წმ. იოანე ოქროპირი

გახსოვდეს ღმერთი, რომ მას ყოველთვის ახსოვდე შენ.
წმ. ისააკ ასური

უფლის გარეშე არა მხოლოდ ქალაქი და ადამიანის სახლი, არამედ ჩიტის ბუდეც  არ შენდება.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

... კითხვის გაგრძელება »

კატეგორია: წმინდა მამათა გამონათქვამები | Просмотров: 793 | დამატება: giorgigulbiani | Дата: 14.04.2011

†ილარიონ ქართველი†

პატრიარქი ქადაგებს

† გალობა †

† ლევან ვასაძე †