† კალენდარი † |
---|
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
მთავარი » ქრისტიანი
როგორ დავიწყოთ საიდან უნდა იწყებოდეს გაეკლესიურება ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ღმერთის არსებობა და გააცნობიერა, რომ შინაგანად თვითონ მართლმადიდებელ ეკლესიას ეკუთვნის?
პირველ რიგში, ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სარწმუნოება, ქრისტიანული ეკლესიის სწავლების საფუძვლები უნდა იცოდეს და სწორად ესმოდეს ისინი, უნდა ცდილობდეს, რომ ამ სწავლების მიხედვით იცხოვროს.
რწმენის მოსაპოვებლად მხოლოდ სამკერდე ჯვრის ტარება, ეკლესიაში შესვლა და სანთლის დანთება როდია საკმარისი.
|
სახარებაში აღწერილია სასწაული ათი კეთროვნის განკურნებისა, რომელთაგან მხოლოდ ერთი, ისიც - არაებრაელი მობრუნდა მადლობის სათქმელად (ლუკა 17. 11-16).
„მიუგო იესომ და უთხრა მას: განა ათივე არ განიკურნა, სადღა არიან ცხრანი? არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო-თესლის გარდა. და უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა" (ლუკა 17. 17-19).
ნებისმიერი საქმის დამთავრებისას, იქნება ის სულიერი თუ ფიზიკური, ღმერთს უნდა შევწიროთ მადლობა. აგრეთვე უნდა ვმადლობდეთ იმ ადამიანებსაც, რომელთა მეშვეობითაც უფალმა წყალობა მოგვმადლა.
ჩვენი მადლობა შეიძლება გამოიხატოს ამა თუ იმ ფორმით.
|
1. დროის განაწილების პრობლემა
დღევანდელი ადამიანის ცხოვრებაში დროის სწორი განაწილება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემათაგანია. ჩვენი თანამედროვე ჩივის, რომ მას აღარ ყოფნის დრო, რომ იგი ვერ ახერხებს, აკეთოს სასურველი საქმე, ჰყოს სიყვარული მეგობრებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთანაც კი, რაც სულიერად ისედაც დაუძლურებულ ადამიანში იწვევს კიდევ უფრო მეტ გაუცხოვებას ახლობლებთან, გაუცხოვებას საკუთარ თავთან.
ქრისტიანი უნდა ეცადოს, გარკვეული კონტროლი გაუწიოს თავის დროს, წარმართოს იგი, რაც თითოეულ ჩვენთაგანს საშუალებას მისცემს სწორად გაანაწილოს თავისი ძალები იმ სულიერ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩაბმული. უნდა ვეცადოთ, შევადგინოთ დროის გარკვეული განაწესი, თუნდაც სულ ზოგადი, მაგრამ მყარი. ამისთვის ცხოვრების მიმდინარეობიდან ჯერ უნდა გამოვყოთ ის მოვლენები
...
კითხვის გაგრძელება »
|
1. ხატების კუთხე
ა) ადგილი ხატებისათვის
ყოველ ქრისტიანს სახლში მოწყობილი უნდა ჰქონდეს ხატების კუთხე. ყველაზე კარგია, თუ მათ ცალკე პატარა ოთახი გამოეყოფა (რაღა თქმა უნდა თუ ბინა ამის საშუალებას იძლევა), ან ოთახის ნაწილი, ლოცვისათვის მოხერხებულ ადგილას. სასურველია, ეს არ იყოს ცოლ-ქმრის საძინებელი ოთახი, მაგრამ, თუ ბინაში სხვა საშუალება არ არის, შეიძლება საძინებელ ოთახშიც.
ხატები უნა ეკიდოს აღმოსავლეთის კედელზე ან აღმოსავლეთის კუთხეში ისე, რომ ლოცვის
...
კითხვის გაგრძელება »
|
ქრისტიანის გარეგნობა
1. სამკერდე ჯვარი
ყოველი მართმადიდებელი ქრისტიანი უნდა ატარებდეს კისერზე დაკიდებულ სამკერდე ჯვარს, რომელსაც არასდროს უნდა იხსნიდეს (არც ძილის წინ, არც სააბაზანო ოთახში). ეს არის ნიშანი ქრისტიანობისა. ჯვარი უნდა იყოს ნაკურთხი მფლობელის სახელზე; ნაკურთხი ჯვარი მის მფლობელს ხილული და უხილავი მტრებისაგან იცავს. იგი შეიძლება დამზადებული იყოს ხისაგან (ბზა, კვიპაროსი, მუხა, ვაზი და სხვა), ლითონისაგან (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, თითბერი, რკინა, ალუმინი და სხვა), ქვისაგან (გიშერი, სარდიონი, ობსიდიანი და სხვა), აგრეთვე პლასტმასისაგან.
|
|
|
|