† კალენდარი † |
---|
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
მთავარი » წმინდა მამათა გამონათქვამები
სხვადასხვასაქართველოს ეკლესია იყო, არის და მუდამ იქნება სული ქართველი ერისა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ... მე ვაფრთხილებ ჩვენს ხალხს, ჩვენს მორწმუნეთ: იყავით დაკვირვებულნი და ყურადღებიანნი: ნუ დაკარგავთ ჭეშმარიტებას, ნუ დაკარგავთ ჩვენს სარწმუნოებას, მიწიერ საცდურზე ნუ გაცვლით მარადიულ ცხოვრებას, თორემ მერე გვიან იქნება, რადგან ჟამი ახლო არს. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული – სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ, ის უყავით. წმინდა ამბროსი აღმსარებელი (ხელაია) ყველანაირი მშვიდობა როდია საღმრთო მშვიდობა! რამეთუ არსებობს მშვენიერი უთანხმოებაც და არსებობს დამღუპველი ერთსულოვნებაც.
...
კითხვის გაგრძელება »
|
პატრიოტიზმზესამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია! წმ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სხვადასხვა სარწმუნოებებსა და ეკუმენიზმზე45-ე კანონი: თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი მწვალებელთა ერთად ილოცებს, აეკრძალოს მღვდელობა. თუ ნებას მისცემს მათ (ერეტიკოსებს), რომ შეასრულონ რაიმე სამღვდელო წესი, როგორც მღვდლებმა, განიკვეთოს. 65-ე კანონი: თუ ვინმე სასულიერო პირი ან ერისკაცი ურიათა ან მწვალებლების შესაკრებელში შევიდეს სალოცავად, სასულიერო პირი განიკვეთოს, და ერისკაცი უზიარებლობით დაისაჯოს. წმიდა მოციქულთა კანონებიდან სარწმუნოება ჭეშმარიტებაა გულისა და ორსახედ არ ჩაესახება ერთსა და იმავე გულს. როგორც ორსახე ჭეშმარიტებაა შეუძლებელი, ისეც ორსახე სარწმუნოებაც. იგი ან ერთადერთია ერთს გულში, ან სულ არ არის. სარწმუნოება, რომლის დიდი ნასკვი ადა
...
კითხვის გაგრძელება »
|
თამბაქოს წევაზეადამიანმა დაამახინჯა თვით ხორციელი სიამოვნებანიც კი... გემოსათვის, ნაწილობრივ კი სუნთქვისათვის, მან გამოიგონა და თითქმის განუწყვეტლივ უშვებს მძაფრსა და სუნიან ბოლს, მოაქვს რა იგი როგორც მუდმივი შესაწირავი სხეულში მცხოვრებ დემონისათვის, ამ ბოლით მსჭვალავს თავისი საცხოვრებლის და მის გარეთ არსებულ ჰაერსაც, უწინარეს ყოვლისა კი, თავად იმსჭვალება ამ ბილწი სურნელით, - და აი, განუწყვეტელმა გაუხეშებამ საკუთარი გრძნობისა და გულისა, რომელსაც მუდმივად ბოლი ნთქავს, არ შეიძლება არ იმოქმედოს გულისმიერ გრძნობათა სიფაქიზეზე, იგი სძენს მას ხორციელ, უხეშ და გრძნობისმიერ ხასიათს. წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი თამბაქო ადუნებს სულს, ამრავლებს და აძლიერებს ვნებებს, აბნელებს გონ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მოწყალებაზეროგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები... წმ. გრიგოლ პალამა თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალტთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისაკენ კი არა, ღარიბ-ღატაკთა შესაწევნელდაც განიპყარ! წმ. იოანე ოქრო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ამაოდმეტყველებაზე, მრავლისმეტყველებაზეშენ წარმოთქვი სიტყვა და იგი უკვე არასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იცოცხლებს საშინელ სამსჯავრომდე. იგი შენთან ერთად წარდგება საშინელ სამსჯავროზე და იქნება შენსკენ და შენს საწინააღმდეგოდ. წმ. თეოფანე დაყუდებული სამოთხეში ბევრია ცოდვებმონანიებული ცოდვილი, მაგრამ მოლაყბე – არც ერთი. ტროიცკე-სერგიევის ლავრის ბერი ზოსიმე ნუ მისცემ შენს თავს უფლებას ილაპარაკო და ჩაერიო ისეთ საქმეებში, რომელიც შენ არ გეხება. ამბა აგაფონ ეგვიპტელი მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია არ შესცოდო. მაშინ სულში ჩნდება სევდა, რაც წმიდა მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სიტყვებით, იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ „ამ ლაპარაკის გამო ჩვენ უფალს დავშო
...
კითხვის გაგრძელება »
|
გულისთქმებზეროგორც ბევრი შეშა ცეცხლს აღაგზნებს, ისე ბევრი ჭამა-სმა აღაგზნებს ბოროტ გულისთქმასა. წმ. მაქსიმე აღმსარებელი ვერ დაიმკვიდრებ ზეციურ სასუფეველს, თუ საკუთარი სურვილებისა და აზრების მბრძანებელი არ გახდები. წმ. დიმიტრი როსტოველი ეშმაკს არ მიესვლება სულში, რომელიც არანაირ ვნებას არ ასაზრდოვებს. ასეთი სული ნათელია და ეშმაკს მისი შეხედვა არ ძალუძს. როდესაც სული ვნების აღძვრას დაუშვებს და დაეთანხმება მას, დაბნელდება. ეშმაკი დაინახავს, მიუახლოვდება და იწყებს მასზე ბატონობას. სულს, უმთავრესად, ორი მოძრაობა აშფოთებს – სიძვა და მრისხანება. წმინდა თეოფან
...
კითხვის გაგრძელება »
|
ვერცხლისმოყვარეობაზე (ანგარებაზე)არცერთი ვნება ისე საძულველი არაა, როგორც ამპარტავნება და არცერთი არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც ვერცხლისმოყვარეობა. წმ. პეტრე დამასკელი ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან წაიღებს აღსასრულისას. ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი - ვერცხლისმოყვარეობა. პირველი - ადმიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი - ცხოველებთან აახლოებს. ვერცხლისმოყვარე ღმრთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა. მღვდელი ნ. სოკოლოვი ოქროზე ფიქრით და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია ისწრაფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიძვასა და მრუშებაზეთუ შენ ხორციელი ვნების ცეცხლი გწვავს, მას გეენიის უშრეტი ცეცხლი დაუპირისპირე და შენი ვნების ალი იმწამსვე ჩაცხრება და განქარდება. წმ. იოანე ოქროპირი თუ შენს გულს ხორციელი სილამაზე აცთუნებს, წარმოიდგინე როგორ გაიხრწნება იგი და დამშვიდდები. აბბა ესაია რაგინდ დიდი არ უნდა იყოს ავხორცობის ძალა, თუკი საკუთარ გულისთქმას, საკუთარ თავს ღვთისმოშიშებით შემოიზღუდავთ, ვნების მძვინვარებას იოლად დაამარცხებთ. წმ. იოანე ოქროპირი ავხორცობა გვაიძულებს, ის მოვიმოქმედოთ, რისი გაფიქრებაც კი გვზარავს. წმ. იოანე ოქროპირი ზომიერად მიიღე პური, საწყაულით სვი წყალი და სიძვის ვნება განგეშორება. აბბა ევაგრიუსი ყოველი სვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიმდაბლეზე (თავმდაბლობაზე)მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში. წმ. იოანე სინელი მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის. წმ. იოანე სინელი ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი. უკეთესია საკუთარი უძლურ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|