† კალენდარი † |
---|
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
მთავარი » წმინდა მამათა გამონათქვამები
ხიბლზეკაცი, რომელიც იქადის თავის სათნოებითა, ამით ამტკიცებს, რომ მას არა აქვს ჭეშმარიტი სათნოება. შინაგანი გულის კმაყოფილება არის ნიშანი მისი უგუნურებისა. წმინდა გაბრიელ ქიქოძე ამპარტავნება ისეთი დახელოვნებული მხატვარია, რომ ყოველ მხრივ შენს უშვერებას სადღაც წარიპარავს, ხსოვნადაც არა გაუფლებს და ამ დროს შენს სურათს ისეთი მშვენიერებით დახატავს, რომ შენ თავ-მოწონებას ფრთებს შეასხამს. ამად ეს ვითარცა ყოველ მხრივ დაბრკოლებისა და წარუმატებლობისა გამო მე ესრედ დავდევ გულსა შინა ჩემსა: ჩემის გამოსლვის პირველ დღითგან ვიდრე აღსასრულამდე მხედველობა ჩემი ამ ფარგალში დავაყუდო, რომ მე მარადის ცთომილ ვიყავ და სიკვდილამდეც ცთომილი ვიქნები და მხოლიდ ღვთის სახიერების უფსკრულს მივე
...
კითხვის გაგრძელება »
|
ამპარტავნებაზესხვების შეხედულება ჩვენზე – აი, ის სარკე, რომლის წინაშეც თითქმის ყველა გამოუკლებლივ კეკლუცობს. ადამიანი თავის თავს ისე წარმოაჩენს, როგორადაც ისურვებდა, რომ სხვები ხედავდნენ. სინამდვილე კი, როგორიცაა ის თავისთავად, არავისთვის არ არის ცნობილი, საკუთარი თავის ჩათვლით. ხოლო ცხოვრობს და მოქმედებს რომელიღაც გამოგონილი ფიგურა. ლტოლვა ამ სიცრუისკენ იმდენად დიდია, რომ ადამიანი მას საკუთარ თავსაც კი უმსხვერპლებს. ამით ამახინჯებს თავის ბუნებას – ერთადერთსა და განუმეორობელს, რასაც თითოეული ადამიანური პიროვნება წარმოადგენს. სამაგიეროდ, ყოველთვის როგორ გვატყვევებს შეხვედრა ადამიანთან, რომელსაც არ სჭირს ეს მანკიერება და როგორ გვიყვარს ბავშვები, რომელთა ცნობიერება ჯერაც არ მომწიფებულა, მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
შურზეშური მკვლელობის ტოლფასია, შური იყო მიზეზი პირველი კაცისმკვლელისა, მერე კი – ღმერთის მოკვლისაც. წმ. გრიგოლ პალამა
|
სასოწარკვეთილებაზესასოწარკვეთილების წუთებში იცოდეთ, რომ უფალი კი არ გტოვებთ თქვენ, არამედ თქვენ ტოვებთ უფალს. ს.ა. ნილუსი ყოველგვარ მწუხარებაში: ავადმყოფობაში, შეჭირვებაში, გაურკვევლობასა და უსიამოვნებაში უმჯობესია ნაკლები იფიქრო და ცოტა ესაუბრო საკუთარ თავს, მეტი ილოცო, თუნდაც ხანმოკლედ შეევედრო ქრისტე ღმერთსა და მის ყოვლადწმიდა დედას. ამგვარად სასოწარკვეთილება გაივლის და გული ღვთის იმედითა და სიხარულით აღივსება. ღირსი ანტონ ოპტინელი ეშმაკის მზაკვრული საქმეა სასოწარკვეთილება ჩაგვინერგოს მას შემდეგ, რაც ცოდვაში ჩაგვაგდებს. აბბა სტრატილატე
|
მემთვრალეობაზეთუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება. წმ. იოანე ოქროპირი ისე არავინ უყვარს ეშმაკს, როგორც მემთვრალე, რადგან ისე არავინ ემორჩილება მის ნებას, როგორც ლოთი. წმ. ტიხონ ზადონელი მემთვრალე ჯოჯოხეთის გარდა, არაფრისთვის გამოდგება. წმ. ბასილი დიდი მთვრალ ადამიანს წესიერ სახლშიაც კი არ უშვებენ, არათუ ცათა სასუფეველში. წმ. ბასილი დიდი ნუ გძულს ღვინო, არამედ მოიძულე სიმთვრალე. ღვინო კი არ არის ცუდი, არამედ მისი ცუდად გამოყენება. წმ. იოანე ოქროპირი ღვინო საღმრთო საქმეა, სიმთვრალე - ეშმაკისა. წმ. იოანე ოქროპირი სასმელის უზომო მოხმარების გეენიის ცეც
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიცრუესა და თვალთმაქცობაზეშეამჩნევდით, უპატიოსნო ადამიანი განუწყვეტლივ ლაპარაკობს პატიოსნებაზე. ნუ ენდობით მას, ვინც პატიოსნებისა და სიუხვის ზედმეტად მაქებარია და ნუ გგონიათ, რომ დაგიცავთ ის, ვინც უზომოდ და ყველგან ლაპარაკობს სიმამაცეზე. თვალთმაქცები, ჩვეულებრივ, სხვებს იმისთვის კიცხავენ, რასაც თვით აკეთებენ, თანაც გაცილებით ხშირად. მძიმე მდგომარეობაა, როდესაც ბაგეზე სიწმინდეა, ხოლო გულში უკანონობა და ბოროტება. აბბა ისაია ნუ ცდილობ ეჩვენო სხვებს მართლად, არამედ იყავი ასეთი - რადგან ცნობილია, რომ მას არ აქვს სიმართლე, ვისაც სურს ასეთი ჩანდეს.
|
განკითხვაზეროგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე. წმ. ბასილი დიდი ნუ შეიყვარებ სხვისი ძვირის ხსენების სმენას, საკუთარ ცოდვებზე ილაპარაკე და საკუთარი თავი დაადანაშაულე და არა ადამიანები. ოპტელი ბერი ამბორსი განიკითხე მხოლოდ საკუთარი თავი, მაშინ შეწყვეტ სხვათა განკითხვას. ბარსანუფი დიდი ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი. წმ. ეფრემ ასური ვინც შორსაა
...
კითხვის გაგრძელება »
|
მრისხანებაზესაკუთარი ნების გატარებას ნუ დაიჩემებ, რადგან ეს მრისხანებას შობს. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი თუ გრძნობ, რომ მრისხანება მოგეძალა, დადუმდი და ნურაფერს იტყვი მანამ, სანამ განუწყვეტელი ლოცვითა და საკუთარი თავის ყვედრებით არ დაწყნარდება შენი გული. ღირსი ილარიონ ოპტინელი ეშმაკეულობაში იგულისხმება დემონთა ფიზიკური ჩასახლება ადამიანში, როგორც ამას გადარინელის შემთხვევაში ჰქონდა ადგილი. ასეთი ეშმაკეულობა უბედურებაა, რომელიც ადამიანის ნებელობაზე არაა დამოკიდებული, რისთვისაც განკითხვას არ ექვემდებარება... მაგრამ არსებობს ეშმაკეულობა წმინდად ზნეობრივი ხასიათისა - გაღიზიანება, რომელიც სიშმაგემდის მიდის... არიან ადამიანები თავისი ბუნებით უაღრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ცოდვებსა და სათნოებებზერა გვმატებს სულიერ ძალებს? – გადალახული ცდუნება. მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი) არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისთვის გარდახდე საღმრთო მცნებებს. წმ. ანტონი დიდი არ არსებობს არანაირი ბოროტება, არავითარი უბედურება ან გასაჭირი, რომელიც ცოდვაზე უფრო დამღუპველია. ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი მკვლელი სულს და სხეულს აშორებს ერთმანეთს, ცოდვა კი სხეულსაც ღუპავს და სულსაც. ცოდვა სულს მშვიდობას უკარგავს, გონებას - ნათელს, სხეულს - უხრწნელებას, მიწას - კურთხევას, ყოველგვარ ქმნილებას - სიკეთეს. ის იწყებს იმით, რომ ადამიანში ჯოჯოხეთს ასახლებს, ხოლო ამთავრებს იმით, რომ ადამიანს ასახლებს ჯოჯოხეთში. მო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოჯახზე, ქორწინებაზე, ბავშვებზეჯობს ხშირად ღმერთს ელაპარაკო შენი შვილის შესახებ, ვიდრე შვილს ღმერთის შესახებ. ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს. მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს. მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|