† კალენდარი † |
---|
« ივნისი 2025 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | |
|
მთავარი » წმინდა მამათა გამონათქვამები
სიმდიდრესა და სიგლახაკეზეთქვენ ფლობთ მრავალგვარ სიმდიდრეს? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძეში და ექვსი – სიგანეში, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის. წმ. ბასილი დიდი ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს. მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც კი ძალზე მ
...
კითხვის გაგრძელება »
|
მიმტევებლობაზესხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ. აბბა ისაია როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს. წმინდა იოანე ოქროპირი როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი.<
...
კითხვის გაგრძელება »
|
მოთმინებასა და მორჩილებაზენებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი მორჩილება ცეცხლივით სწვავს ვნებებს. წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის. წმ. ანტონი დიდი რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქროსტესთვის დავითმენ!" მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრის
...
კითხვის გაგრძელება »
|
დღესასწაულებზესაერო დღესასწაულებზე იხარჯება ის, რაც შრომის დღეებშია მოგროვილი; საეკლესიო დღესასწაულებზე შეიძლებდა და უნდა შეგროვდეს კიდეც ჭვრეტითი და ქმედითი სიბრძნის სულიერი სიმდიდრე ისევე უხვად, ან უფრო მეტადაც, ვიდრე სადაგ დღეებში. დღესასწაული იმისთვის არაა, საქმე რომ გადადო და უქმად დარჩე. დღესასწაული უქმი კი არაა, უქმეა ანუ სულის სიხარულია ღმერთის უდიდესი წყალობის შეგნების გამო. ვლადიმირის ეპისკოპოსი თეოფანე დღესასწაული სულიერი სიხარულის, მასში გულითადი მონაწილეობის, შინაგანი გრძნობის გარეშე იგივეა, რაც უსულო სხეული.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ავადმყოფობებსა და განსაცდელებზევინც ავადმყოფობისას ითმენს და მადლობს უფალს, ის მოწამის გვირგვინს იღებს. წმ. იოანე ოქროპირი გიკვირს განა, რატომ მომივლენს უფალი ღმერთი ამდენ განსაცდელს, გაჭირვებასა და სნეულებასო?! აბა, შენ რას იზამდი, მდიდარი რომ იყო ყოველგვარი სიკეთით და შენმა ძემ მიგატოვოს, შორს ქალაქს გადასახლდეს და იქ დაიწყოს გარყვნილი ცხოვრება - ფლანგოს შენგან მიღებული მემკვიდრეობა და თავი დასაღუპად გასწიროს? განა არ უბრძანებ შენს ერთგულ მსახურებს, სასწრაფოდ იმ ქალაქს წავიდნენ და ყველაფერი იღონონ, რათა შენი უძღები ძე იქ ცუდად შეიქნას, ყოვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღვთისა და მოყვასის სიყვარულზეწრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს. შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს. ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის. წმ. ტიხონ ზადონელი
...
კითხვის გაგრძელება »
|
მარხვასა და თავშეკავებაზერამდენადაც ჩვენ მარხვა არ დავიცავით, განგდებული ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ. წმ. ბასილი დიდი მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა. წმ. იოანე ოქროპირი ერიდეთ მარხვა საჭმლისგან უბრალო თავშეკავებით განსაზღვროთ. ისინი, ვინც საჭმლისაგან იკავებენ თავს, მაგრამ შეუფერებლად ცხოვრობენ, ემსგავსებიან ეშმაკს, რომელიც მართალია არაფერს ჭამს, მაგრამ თავს არ ანებებს ცოდვას. წმ. ბა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ლოცვაზეგანსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ შვიდგზის ლოცვებს. ასეთი გაერთიანებული, გამთლიანებული ლოცვა არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. ეს ჩვენი მოგონილი არ არის. ფსალმუნში წერია: „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ, უფალო". სამწუხაროდ, ათასწლეულების განმავლობაში ეს ტრადიცია დავიწყებული იყო და საქართველოში აღსდგა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თუკი უფლისაგან ლოცვით რაიმეს ითხოვ, ის კი შენს შესმენას აყოვნებს, ნუ დაწუხრდები – ღმერთზე გონიერი როდი ხარ. ისააკ ასური
...
კითხვის გაგრძელება »
|
სინანულზე„სიკვდილის წინ შევინანებ" – ამბობს ზოგი. ასეთი სინანულით ჯოჯოხეშთი შეიძლება მოხვედრა. ვუფრთხილდეთ, რათა უძლურს სინანულიც უძლური არ ჰქონდეს, მომაკვდავს კი – მკვდარი. თუკი მხოლოდ სიკვდილის წინ შევინანებთ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კი არ დავუტევებთ ცოდვებს, არამედ ისინი გვტოვებენ. საჭიროა დავუტევოთ სურვილები, სანამ ისინი დაგვტოვებდნენ და დავტოვოთ ამაოება, სანამ თვითონ დაგვტოვებდეს. წმ. ტიხონ ზადონელი ნუ იტყვი: „ხვალ", იქნებ შენთვის უკვე აღარ დადგეს ხვალინდელი დღე. ის ვინც ცოდვათა შენდობას შეჰპირდა მონანულთ, ცოდვაში მყოფთ ხვალი
...
კითხვის გაგრძელება »
|
აღსარებაზემაინც რა უნდა ვთქვათ აღსარებაზე?! დაუსვი შენს თავს შეკითხვა: ჩემმა მეუღლემ, ჩემმა შვილებმა, ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, ჩემმა თანამშრომლებმა რომ იცოდნენ ჩემი ესა თუ ის საქციელი, შემრცხვებოდა მათი? და რისიც შეგრცხვებოდა, სწორედ ის უნდა აღიარო. მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შენ გრცხვენია და წითლდები, როდესაც საჭიროა შენი ცოდვე
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|